100 ათასი მოწამის ხსენების დღეს პარაკლისს პატრიარქი ჩაატარებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 13 ნოემბერს, დიდ დღესასწაულს, 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღნიშნავს.
როგორც დღეს საკვირაო ქადაგების დროს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია მეორემ განაცხადა, ის ეცდება 17:00 საათზე პარაკლისის ჩაატაროს.

„ოთხშაბათს არის ჩვენი დიდი დღესასწაული, 100 ათასი მოწამის ხსენება. სადაც კი არის შესაძლებელი დილით წირვა ჩატარდეს, 17:00 საათზე ყოველ სოფელსა და ქალაქში ჩატარდეს 100 ათასი მოწამის პარაკლისი. მეტეხის ხიდზე, როგორც მუდამ არის და ყოფილა წარსულში. მე თვითონ ვეცდები, 17:00 საათზე ჩავატაროთ პარაკლისი“, – ბრძანა პატრიარქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები