არჩილ თალაკვაძე კინოთეატრებთან წესრიგის დაცვისთვის სამართალდამცველებს მადლობას უხდის

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თბილისსა და ბათუმში ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მოწინააღმდეგეების აქციებს ეხმაურება და სამართალდამცველებს წესრიგის დაცვისთვის მადლობას უხდის.
„მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს და ჩვენს პოლიციელებს, მათ შეძლეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, იყო სათანადო ზომები მიღებული პრევენციის თვალსაზრისით. ასევე იყო იმ რამდენიმე ფაქტზე რეაგირება. ვთქვით გარკვევით, რომ ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქნება დაცული და სახელმწიფომ ეს გააკეთა“,- განაცხადა თალაკვაძემ.
საქართველოში 8 ნოემბერს ქართული ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა.
ფილმის ჩვენება ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ; „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა; ყოფილმა დეპუტატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ; „ქართულმა მარშმა“ და მათმა თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები