საპატრიარქო იწყებს მეუფე პეტრეს მმართველობის პერიოდში ქონების შესაძლო მიტაცების საქმეების შესწავლას – ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი დასრულდა

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი დასრულდა. საპატრიარქოს საგანგებო კომისიამ ქონება ახალ მიტროპოპოლიტს სრულად გადაადაბარა.
სპეციალური ჯგუფი 8 დღის განმავლობაში მარტვილისა და აბაშაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდა. კომისიამ ქონება აღწერა და საბოლოო შემაჯამებელი ოქმი ღამით დაიწერა.
როგორც მედიას იღუმენიამ თამარ გამყრელიძემ განუცხადა, შედეგების მიხედვით, საპატრიარქო იწყებს მეუფე პეტრეს მმართველობის პერიოდში ქონების შესაძლო მიტაცების საქმეების შესწავლას. მისივე თქმით, გაჩნდა გარკვეული კითხვები იმ მიწებთან დაკავშირებით, რომლთა შესახებ გაუბერობა საპატრიარქოსა და ეპარქიას შორის არსებობდა.
ჭყონდიდის ეპარქიის ქონების აღწერის საჭიროება მას შემდეგ გაჩნდა, რაც სინოდმა მეუფე პეტრე ცაავა 31 ოქტომბერს მღვდელთმთავრობიდან განაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები