ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის მოსახლეობის პრობლემებს გაეცნენ

0

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, სოფლების კლდის, წნისისა და წყრუთის მაცხოვრებლებს შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ასევე, დეტალურად გააცნეს 2020 წლის ბიუჯეტის მთავარ პრიორიტეტები და პატრამეტრები.

ღია შეხვედრებზე ერთობლივად განიხილეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული საჭიროებები. მოსახლეობამ მთავარ პრობლემებად, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება, გაზიფიცირება, გარე განათების, სკვერების, სპორტული მოედნებისა და ფანჩატურების მოწყობა დაასახელა.

ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა ეტაპობრივად, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება.

ღია შეხვედრების მთავარი მიზანი საჭიროებების გამოვლენა და მათზე დროული რეაგირებაა, რისთვისაც მუნიციპალიტეტი მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი