“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ბათუმში მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ბათუმში კინოთეატრ “აპოლოსთან” მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცველებმა ერთი პირი დააკავეს. დაკავების სავარაუდო მიზეზი აქციის მონაწილის მხრიდან  ფილმის “და ჩვენ ვიცეკვებთ” ჩვენებაზე მისული მაყურებელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება გახდა.

შსს-ში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რომ აქციის მონაწილე ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე მუცლით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
“რეგიონული კვირა” ადგილზე რჩება და განახლებულ ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით.

ცნობისთვის, საპროტესტო აქცია ბათუმში ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” აკრძალვის მოთხოვნით გუშინაც გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები