ახალციხეში 84 წლის კაცმა თვითმკვლელობა სცადა

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე 84 წლის კაცმა თვითმკვლელობა სცადა. მან დაზიანება მუცლის არეში მიიყენა.

მეზობლების თქმით, ეს თვითდაზიანების პირველი მცდელობა არ ყოფილა. დაშავებული ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოშიგადაიყვანეს.

“მუცლის არეში შემავალი ჭრილობები ჰქონდა, ამიტომ ოპერაცია გაუკეთდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განუცხადა “რეგიონულ კვირას” ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები