ლევან ვასაძე: კინო აღარ არსებობს, სატელევიზიო სერიალების ეპოქაა დამდგარი

ბიზნესმენი ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ კინემატოგრაფია კრიზის განიცდის, ის აღარ არსებობს და ახლა   სატელევიზიო სერიალების ეპოქაა დამდგარი. ამის შესახებ მან ვერის ბაღში განაცხადა, სადაც ის და თავისი თანამოაზრეები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენებას აპროტესტებენ.
“კინემატოგრაფია, განსაკუთრებით კი დასავლეთში ფუნდამენტალურ კრიზისს განიცდის განიცდის. რიმეიქების და სიკველების ცუნამია, რომლებიც უფროდაუფრო ეფუძნება სპეცეფექტებს და “იფატრება” აზრობრივი შინაარსი. აქედან გამომდინარე კინო ჩემი აზრით, აღარ არსებობს და სატელევიზიო სერიალების ეპოქაა დამდგარი”,-განაცხადა ლევან ვასაძემ.
​ცნობისათვის, გუშინ ლევან ვასაძემ და მისმა მომხრეებმა ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა გააპროტესტეს, იგივე გრძელდება დღესაც და მისი განცხადებით, ის ხვალაც გააგრძელებს აღნიშნული ფილმის კინოჩვენებას.
კინოთეატრებთან, სადაც ფილმის ჩვენება უნდა გაიმართოს, სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები