ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნ​ენ

გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გორის მუნიციპალიტეტის სოფლების, თორტიზას, ხელთუბანის , ახრისის , ციცაგიანთკარის, დიდი და პატარა გარეჯვარის, ქვემო არცევისა და ქვეშის მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო.

შეხვედრებზე, ადგილობრივებმა მოყვანილი პროდუქციის სარეალიზაციო ბაზრის არ არსებობაზე და დასაქმების პრობლემაზე ისაუბრეს.

“დღევანდელ შეხვედრებზე ძირითადი პრობლემად მოსახლეობისგან დასახელდა სარეალიზაციო ბაზრის საკითხი . სახელმწიფო ამაზე უკვე დიდი ხანია ინტენსიურად მუშაობს და ვხედავთ, რომ ქვეყნის ეკონომიკა ამ კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში, განვითარების გზას ადგა. თუმცა ეს არაა საკმარისი, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლის შრომა შესაბამისი იყოს მის წლიურ შემოსავალთან. ეს არის  ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი. გარდა ამ პრობლემისა, დღის წესრიგში დადგა ინფრასტრუქტურული პრობლემებიც. თითოეული მათგანი მონიშნულია და ძალიან მოკლე ვადებში, მაქსიმალური ეფექტით, მოსახლეობას ეს პრობლემები აღარ შეაწუხებს”, – განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები