რას ფიქრობს მამუკა ხაზარაძე გუშინდელ მოვლენებზე – “ხალხმა თვითონ გადაწყვიტოს, რომელ კინოში წავიდეს და რა ნახოს”

საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი და მას აქვს კანონით განსაზღვრული უფლებები, რომ თვითონ გადაწყვიტოს, რომელ კინოში წავიდეს და რა ნახოს, – ასე ეხმიანება „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე საქართველოს კინოთეატრებთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს.

როგორც  ხაზარაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, ის რაც მოხდა გუშინ, უფრო პროპაგანდაა იმის, რაც ჩვენ შინაგანად გვაწუხებს, ვიდრე პრევენცია რაღაც უფრო დიდი საშინელების.

“საქართველოს მოსახლეობა არის ბრძენი და მას აქვს კანონით განსაზღვრული უფლებები, რომ თვითონ გადაწყვიტოს, რომელ კინოში წავიდეს და რა ფილმი ნახოს. ნებისმიერი ძალადობა, ვიღაცამ ვიღაცას უკარნახოს, სად შევიდეს, როგორ შევიდეს, რა ცენზურა დაუწესოს, ეს არის უფლებების შელახვა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ის რაც მოხდა, უფრო პროპაგანდაა იმის, რაც ჩვენ შინაგანად გვაწუხებს, ვიდრე პრევენცია რაღაც უფრო დიდი საშინელების. გაცილებით მეტი პრობლემები გვაქვს ქვეყანაში, მათ შორის ოკუპაცია, უმუშევრობა და შოუების მოწყობით ამ ყველაფრიდან ყურადღების გადატანა არასწორია“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე  თქმით, სამართალდამცველებმა მაქსიმალური გააკეთეს დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად.

“სამართალდამცავებმა მაქსიმალური გაკეთეს, თუმცა, მაინც ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო”- განაცხადა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში გუშინ, ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა გაიმართა. ფილმის ჩვენება “ქართული მარშის“ წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა გააპროტესტეს. თბილისის კინოთეატრებთან, ასევე ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დაკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 , ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები