ქობულეთის მერიის თანამშრომლების ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებას ფინანსური პოლიცია ადასტურებს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრონელი და მუნიციპალიტეტის სოფლების წმუნებულები. ფაქტს ,,რეგიონულ კვირასთან” საუბარში ადასტურებენ ქობულეთის მერიაშიც. თუმცა გამოძიების დასრულებამდე დეტალების გასაჯაროებისგან თავს იკავებენ.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები