ბათუმში კინოთეატრ “აპოლოსთან” საპროტესტო აქცია დასრულდა

ბათუმში კინოთეატრ “აპოლოს” მიმდებარედ საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეები, რომლებიც ახალი ქართული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერას აპროტესტებდნენ ადგილზე უკვე აღარ იმყოფებიან, თუმცა “აპოლოსთან” ჯერ კიდევ მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
​აქციის მონაწილეთა განცხადებით, პროტესტი ხვალ 21 საათზე განახლდება და ისინი კვლავ ეცდებიან ფილმის ჩვენებას ხელი შეუშალონ.
​შეგახსენებთ, საპროტესტო აქცია ბათუმში დღეს 17 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეებმა კინოთეატრის შესასვლელთან პიროტექნიკა ააფეთქეს და შენობას კვერცხები დაუშინეს. ისინი ცდილობდნენ მოქალაქეებისთვის კინოჩვენებაზე შესვლისთვის ხელი შეეშალათ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველთა კორდონმა მათ ამის საშუალება არ მისცა.
ამასთან, სამართალდამცველებმა მაყურებლებს კინოთეატრ “აპოლოს” ტერიტორია სპეციალური კორდონით დაატოვებინეს.
ამასთან, ბათუმში გამართულ აქციაზე პოლიციელებმა სამი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს და ისინი ბათუმის სამმართველოში გადაიყვანეს.
​კინოთეატრთან იმყოფებოდა აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი, კოტე ანანიაშვილიც, რომელიც პირადად მოუწოდებდა მოქალაქეებს შეენარჩუნებინათ სიმშვიდე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები