ფინანსურმა პოლიციამ ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელი დააკავა

ფინანსურმა პოლიციამ ქობულეთის მერიის 4 თანამშრომელი დააკავა. მათ შორის სამი სოფლის რწმუნებულია, მეოთხე კი, სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურის სამსახურში იყო დასაქმებული. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ამბობენ, რომ დეტალურ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ქობულეთის მერიაში ამ ეტაპზე  ფაქტს არ ადასტურებენ. სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ საკრებულოს თავმჯდომარე და ქობულეთის მერის მოადგილე – დავით ვერულიძეც. ​

რაც შეეხება ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს, მას ტელეფონი გამორთული აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები