სოფელ ჭაჭარაქთან დისტრიბუციის მანქანა არხში ჩავარდა

ახალციხეში, სოფელ ჭაჭარაქთან მიკროავტობუსი არხში ჩავარდა. შემთხვევის დროს მძღოლი მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა მას არანაირი დაზიანება არ მიუღია.

როგორც მიკროავტობუსის მძღოლმა განაცხადა, მანქანა გზის პირას ჰყავდა გაჩერებული და ის მოულოდნელად გადავარდა.

“მიწა ჩამოიშალა და მანქანა ჩაიყოლა. მარტო მე ვიჯექი და არ დავშავებულვარ“,- განაცხადა მძღოლმა.

დისტრიბუციის მანქანა ახალქალაქიდან ახალციხის მიმართულებით მოძრაობდა.

შსს-ს ინფორმაციით, მძღოლი ადმინისტრაციული წესით დაჯარიმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები