ადიგენში, სოფელ პატარა სმადას ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა

ადიგენში, სოფელ პატარა სმადას ამბულატორიის მშენებლობა დასრულდა. მშენებლობისთვის, “ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით”, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 79 306 ლარი გამოიყო.

პროექტის ფარგლებში მოეწყო, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ამბულატორია, სველი წერტილებითა და საქვაბე გათბობით.

დასრულებული სამუშაოები ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ ადგილზე მოინახულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები