ახალციხის წარჩინებულ მოსწავლეებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ

საჯარო სკოლის იმ მოსწავლეებთან, რომლებმაც საბაზო საფეხური წარმატებით გადალახეს, შეხვედრა გაიმართა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსწავლეებს მიღწეული შედეგები მიულოცა და მომავალშიც წარმატებები უსურვა.

მუნიციპალიტეტიდან საბაზო საფეხური წარმატებით 79-მა მოსწავლემ გადალახა. მათ მერიისგან სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მუსიკალურად სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს. ნორჩმა პოეტებმა კი საკუთარი ლექსები წაიკითხეს. შეხვედრას სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები