“წყლის პრობლემა, საგზაო ინფრასტრუქტურისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება”- იმერეთში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი ბენიამენ ფალავანდიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კვიჟინაძე, სოფლების, გამოღმა არგვეთი, გორისა და კორბოულის მცხოვრებლების პრობლემებს გაეცნენ.

აღნიშნული სოფლების მოსახლეობა საგზაო ინფრასტრუქტურისა და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. სოფელ კორბოულში ასევე მწვავედ დგას წყლის პრობლემა.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, ამ დროისთვის ადგილზე წყლის რესურსის მოძიება მიმდინარეობს. გარდა ამისა, კორბოულში ბაღისა და მცირეკონტიგენტიანი სკოლის მშენებლობა იგეგმება.

მათივე თქმით, აღნიშნულ სოფლებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ამ დრომდე მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი არაერთი სასარგებლო პროექტი განხორციელდა. გამოღმა არგვეთში ბეტონის საფარიანი გზა დაიგო, სოფელ გორისაში სარიტუალო დარბაზის და სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები განხორციელდა. სოფელ გორისასა და გამოღმა არგვეთში კი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

სამთავრობო გუნდმა, იმერეთის რეგიონში, უკვე 200 – მდე სოფლის მცხოვრების პირველადი საჭიროებები მოისმინა. “ღია დიალოგი“ მოსახლეობასთან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები