ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე იუბილეს აღნიშნავენ

ყვარელში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 182-ე იუბილეს აღნიშნავენ. “ილიას ტბის” მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან ხალხმრავლობაა.

თარიღთან დაკავშირებით ღვინის კომპანიებმა საკუთარი პროდუქცია წარმოადგინეს, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველა სტუმარს აქვს. გარდა ამისა, იხილავთ ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლების მიერ განთავსებულ პავილიონებს, სადაც იწვება მწვადი და კეთდება თათარა.

მიმდინარეობს სხვადასხვა სპორტული აქტივობები და ადგილობრივი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. სახალხო დღესასწაულის ფარგლებში, ილიას სახელზე დაწურული ღვინის ქვევრი გაიხსნა.

ამ წუთებში, ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, კონცერტი მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები