ხელისუფლების წარმომადგენლებმა საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საოკუპაციო ზოლთან არსებული სოფლების მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს გაეცნო. “ღია შეხვედრების” ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში იმყოფებოდნენ.

შეხვედრებზე, გორის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივებს მომავალი წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში ჩართულობისაკენ მოუწოდა.

ადგილობრივებმა რამდენიმე პრიორიტეტული პრობლემა დაასახელეს, რომლის მოგვარებაც ხელისფულების წარმომადგენლებს დაუყოვნებლივ სთხოვეს. განსაკუთრებული ყურადღება საგზაო ინფრასტრუქტურაზე , გარე განათების სისტემის მოწყობაზე და გაზიფიცირების საკითხზე გამახვილდა.

“პრობლემები არის , თუმცა ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას სწორად განვსაზღვროთ პრობლემათა მოგვარების დრო და სიმძიმის ხარისხი . ჩვენ ადგილობრივებისგან ვიგებთ ზუსტ ინფორმაციას, რა ვითარებაა მათ სოფლებში და რა არის მათთვის პრიორიტეტულად მნიშვნელოვანი. მინდა თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, ნუ მოერიდებათ შეაწუხოთ ხელისუფლების ნებისმიერი შტო , ჩააყენეთ საქმის კურსში , მოგვაწოდეთ ზუსტი ინფორმაცია პრობლემათა შესახებ. ასეთი თანამშრომლობის შედეგად, ჩვენ კიდევ უფრო დიდ და მასშტაბურ შედეგზე გავალთ , რომელიც პირდაპირ ხალხის კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული“ – განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები