მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში სკვერის მშენებლობა დასრულდა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გალავანში სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
როგორც “კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სკვერში მოეწყო საბავშვო გასართობი მოედანი ატრაქციონებით, კომფორტული მოსასვენებელი სკამები, დამონტაჟდება სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სანათები, ურნები. სკვერის ტერიტორია სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარითა და ბუჩქით გამწვანდა.
სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორმა კომპანია შპს “გიგანტმა” განახორციელა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები