სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონში განსახორციელებელი პროექტების დაფინანსების საკითხები განიხილეს

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი ხელმძღვანელობდა.
საბჭოზე  სამცხე-ჯავახეთის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსების მოთხოვნის საკითხი და პროცედურა განიხილეს.
მხარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეულმა მუნიციპალიტეტმა დეტალურად იმსჯელა იმ საპროექტო წინადადებებზე, რომლებსაც ისინი სამთავრობო კომისიას წარუდგენენ.
პროექტებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას წამოჭრილი საჭიროებებია გათვალისწინებული.

სხდომას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ბესიკ ამირანაშვილი, რწმუნებულის მოადგილეები, შალვა ბერძენიშვილი და შოთა როსტიაშვილი, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი, მარინა გაჩეჩილაძე, რწმუნებულის აპარატის ხელმძღვანელი გიორგი მიქელაძე, ექვსივე მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და მათი მოადგილეები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები