გორის მერიამ საზოგადოებას ქალაქის მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტი ​წარუდგინა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივ მოსახლეობას ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა წარუდგინა.
გეგმის კონცეფცია მერიის დაკვეთით, ,,სითი ინსტიტუტი საქართველომ“ მოამზადა. პრეზენტაციას ამავე ორგანიზაციის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. მათი განცხადებით, გორი საქართველოში თბილისის შემდეგ მეორე მუნიციპალიტეტია, რომელსაც აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი ექნება. კონცეფციის მოსამზადებლად თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
480 გვერდიანი გრძელვადიანი სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც გორს გასული საუკუნის შემდეგ არ ჰქონია, დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. კონცეფცია შეიძლება საინვესტიციო პაკეტების შემუშავებისათვის საყრდენ დოკუმენტად იყოს გამოყენებული, რადგან ის ხსნის ყველა იმ გარემოებას, რომელიც გავლენას ახდენს ამა თუ იმ ტერიტორიის განვითარებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები