თუშეთის მოსახლეობას საავტომობილო გზის გახსნამდე გადაადგილებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი დაეხმარება

თუშეთის საავტომობილო გზის გახსნამდე, ყოველკვირეული ავიარეისები სოფელ ომალოს მიმართულებით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა დღეიდან დაიწყო. წელს პირველად უფასო მგზავრობით უკვე 15-მდე ადგილობრივმა ისარგებლა.
აბანო-ომალოს საავტომობილო მაგისტრალი ოქტომბრის შუა რიცხვებიდან მაისის ბოლომდე, დიდთოვლობის გამო იკეტება, ამიტომ მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრებ თუშებს ვერტმფრენი ოფიციალურად 2017 წლიდან ემსახურება.
თუშეთში გაფრენის მსურველები სიაში წინასწარ ეწერებიან. ფრენა ყოველ ხუთშაბათს, დილის 10:00 საათზეა. ვერტმფრენი მგზავრებს სოფელ ქვემო ალვანში, პროფესიული კოლეჯი “აისის” მიმდებარე ტერიტორიაზე აიყვანს.
თუშეთი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და ადმინისტრაციულად ახმეტის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. თუშეთში ჯამში 52 სოფელია. მაღალმთიანი დასახლებები ზღვის დონიდან 1900-2400 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები