ზესტაფონში სამედიცინო ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ სვირში ახალი სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა დაიწყო. პირველადი ჯანდაცვის დაწესებულების მშენებლობა, რეგიონული განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი ღირებულება 89 998 ლარია.

სამედიცინო ამბულატორიის მშენებლობა 2019 წლის დეკემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. ახალი საექიმო ამბულატორიის მომსახურებით 3000 – ზე მეტი ადამიანი ისარგებლებს. სამშენებლო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტის დაკვეთით შპს “სვირი +“ აწარმოებს.

მიმდინარე პროცესებს ვიცე მერი დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი, შალვა კიკნაველიძე ადგილზე გაეცვნენ. დაათვალიერეს ასევე სოფელ ზოვრეთში რეაბილიტირებული შენობაც.
რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფელ ზოვრეთის საექიმო ამბულატორიას. შენობის რეაბილიტაციისთვის 19 981 ლარი დაიხარჯა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია შპს “კეკე“ აწარმოებდა. პროექტი რგფ-ის დაფინანსებით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები