ეკატერინე ტიკარაძე: კლინიკების ლიცენზირების გამკაცრების შედეგად, არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში არსებული კლინიკების ლიცენზირების გამკაცრების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, ამ პროცესის შედეგად არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება.

„კლინიკების უპრეცედენტო რიცხვი გვაქვს, უპრეცედენტო რაოდენობა მოსახლეობის რაოდენობასთან მიმართებაში. ეს არის კონკურენციის საკითხი, რასაც ბაზარი თვითონ დაარეგულირებს. არც ერთი მედიკოსი უმუშევარი არ დარჩება“, – აღნიშნა მინისტრმა.

​ცნობისათვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის პაციენტების მომსახურების ტარიფები გათანაბრდება. არ გამორიცხავენ, რომ ტარიფების გათანაბრებამ კლინიკების შემცირება გამოიწვიოს.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედება კონკურენციას დაარეგულირებს და ხარისხის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
​ამასთან, სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს ქმნის, რომელშიც ოთხი საავადმყოფო გაერთიანდება.ჰოლდინგი ერთიან კონცეფციაში მოექცევა და სახელმწიფოს მართვასა და საკუთრებაში იქნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები