ემანუელ მაკრონი: ნატო „ტვინის გათიშვას“ განიცდის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „ტვინის გათიშვას“ განიცდის.

ამის შესახებ The Economist წერს.

„ის რასაც ამჟამად ჩვენ განვიცდით, არის ტვინის გათიშვა“, – განაცხადა მაკრონმა აშშ-თურქეთის ურთიერთობის კომენტირებისას.

მისი თქმით, აშშ სულ უფრო და უფრო აქცევს ზურგს ევროპას.

მაკრონი ასევე ამბობს, რომ დროა ევროპამ გაიღვიძოს და საკუთარი სიძლიერე გაზარდის, რადგან ამჟამად „უფსკრულის პირას“ იმყოფება, „წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკუთარ ბედს ვეღარ გააკონტროლებს“.

მაკრონმა გასულ წელს განაცხადა, რომ საჭიროა ერთიანი ევროპული ჯარის შექმნა.

მისი თქმით, ევროპელებს რუსეთისგან და ჩინეთისგან დაცვა სჭირდება, რუსეთი „მათ ესაზღვრება და აჩვენა, რომ შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს“. გარდა ამისა, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ არ სურს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვა შეერთებულ შტატებზე იყოს დამოკიდებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები