დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: სინოდის დღევანდელი სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭიროა იმ დიდი სამუშაოსთვის, რაც შემდგომში გვევალება

“სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. შემდგომი სინოდი წინმსწრები იქნება გაფართოებული კრების”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სინოდის დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი სხდომა ტექნიკური ხასიათისაა.

„დღევანდელი სინოდის სხდომა არ არის გათვალისწინებული იმისთვის, რომ გამოირჩეს შემდგომი სამი კანდიდატი. დღევანდელი სინოდის სხდომა დაეთმობა იმ პროცესუალური საკითხების მოწესრიგებას, რომელიც საჭირო არის იმ დიდი სამუშაოსთვის, რომელიც შემდგომში გვევალება. სამი კანდიდატის გამოცხადება სინოდზე მოხდება მას შემდეგ, რაც კენჭს უყრიან მაგრამ ეს იქნება შემდეგი სინოდი. წინმსწრები იქნება შემდგომი სინოდი გაფართოებული კრების. დებულების გადახედვა არანაირად არ მოხდება, ამას სჭირდება გაფართოებული სხდომა და ამიტომ ნებისმიერი საკითხი გადაწყდება მკაცრად, დებულების მიხედვით, რაც გააჩნია საქართველოს ეკლესიას. ყველა მღვდელმთავარი უდიდესი პატივისცემით ეპყრობოდა და დიდი სიყვარული აკავშირებს კათოლიკოს-პატრიარქთან და მის დატოვებულ ამ ერთობას დიდი პასუხისმგებლობით გაუფრთხილდება. ასეთია განწყობა საერთო და უნდა ველოდოთ იმას, რომ ყველა თემა, რომელზეც შეჯერება იქნება საჭირო სწორედ ამ ერთობის და პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება შეჯერებული. სინოდი შესთხოვს ღმერთს, რომ სულიწმიდის მადლით მოხდეს ყველა საჭირო საკითხების გადაწყვეტა ისე, როგორც შეშვენის ეკლესიას. ისე როგორც შეშვენის ქრისტიანულ ძმობას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები