უკრაინაში აშშ-ის რწმუნებული ზელენსკის აფრთხილებს, რომ მთავრობაზე ოლიგარქ კოლომოისკის გავლენები დიდი პრობლემაა

0

უკრაინაში აშშ-ის რწმუნებულმა უილიამ ტეილორმა ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენჯერმე უთხრა, რომ სახიფათოა მთავრობაზე ოლიგარქის იგორ კოლომოისკის გავლენები, – ამის შესახებ ტეილორმა კონგრესში დახურული მოსმენის დროს თქვა.

„ოლიგარქების გავლენა – ეს პრობლემაა. ეს დიდი პრობლემაა. და განსაკუთრებით დიდია ის, დღეს, ახალი მთავრობის პირობებში. ეს სწორედ ის პრობლემაა, ის საზრუნავი, ის საკითხი, რომელიც ჩვენ, აშშ-ის მთავრობასთან ერთად და საერთაშორისო საზოგადოებას გვაქვს ზელენსკის ადმინისტრაციასთან. ზელენსკიზე ერთი კონკრეტული ოლიგარქის გავლენა დიდ შეშფოთებას იწვევს. ეს ადამიანია – კოლომოისკი და მისი გავლენები იზრდება“, – თქვა ტეილორმა.

მისი თქმით, პირადად უთქვამს ზელენსკისთვის, რომ კოლომოისკის გავლენის ზრდა მისთვის პოლიტიკური კრახის მიზეზი გახდება.

„მითქვამს, რომ იცით, ხალხს კოლომოისკი არ აურჩევია. ხალხმა თქვენ აგირჩიათ, ამის მაგივრად თქვენს მთავრობაში კოლომოისკი ზრდის გავლენებს. ბოლოს და ბოლოს ეს თქვენი დასასრულით დამთავრდება“, – აღნიშნა ტეილორმა.

კომენტარები

კომენტარი