ვინ მიიღებს „ფიროსმანის ფუნჯს“? – კონკურსი ცხადდება

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, ხელოვან ქალთა საერთაშორისო ასოციაცია და საერთაშორისო ფონდი ,,ფიროსმანის უკვდავება“ მიმდინარე წელს აცხადებს საშობაო კონკურსს სახვით ხელოვნებაში (ფერწერა, გრაფიკა, მცირე პლასტიკა და სხვა.)
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ჯილდოს – „ფიროსმანის ფუნჯის“  მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოსწავლეებსა და სტუდენტ-ახალგაზრდობას.
საკონკურსო თემაა: ნიკო ფიროსმანი, მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება.
საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ვადა: 1 დეკემბრიდან 22 დეკემბერის ჩათვლით.
საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენის ადგილი: ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმი, თბილისი, ფიროსმანის ქ. N29, 11 საათიდან 17 საათამდე.
გამარჯვებულის გამოვლენისა და დაჯილდოების ცერემონიალი შედგება 2020 წლის 11 იანვარს, ნიკალას მშობლიურ სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანაშვილის სახელმწიფო მუზეუმის საგამოფენო დარბაზში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები