ვაშინგტონში ერდოღანის და ტრამპის შეხვედრა გაიმართება – ლიდერებმა „დადებითი სატელეფონო საუბარი“ გამართეს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეპ თაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

როგორც ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა „ძალიან კარგი საუბარი გვქონდა“.

„ცოტა ხნის წინ მქონდა ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი თურქეთის პრეზიდენტთან. მან ინფორმაცია მომაწოდა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ უამრავი წევრი დააკავეს, რომლებიც ციხეებიდან იყვნენ გაქცეული, მათ შორის დააკავეს ალ-ბაღდადის და, ცოლი“,-დაწერა ტრამპმა.

ტრამპმა დაადასტურა, რომ ერდოღანს ვაშინგტონში 13 ნოემბერს შეხვდება.

თურქეთის პრეზიდენტმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ ვაშინგტონში ჩასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ამის მიზეზი გახდა ის, რომ 29 ოქტომბერს კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 1915 წელს ოსმალეთის იმპერიიდან სომხების გენოციდი აღიარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები