ჟურნალმა Forbes-მა საქართველოს ხელოვნების სასახლეს სტატია მიუძღვნა

„ეს არის ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ“, – ასე იწყება ჟურნალ Forbes-ის სტატია, რომელშიც საქართველოს ხელოვნების სასახლეა აღწერილი.
ინფორმაციას ხელოვნების სასახლის ფეისბუქგვერდი ავრცელებს და ფოტოებს აქვეყნებს.
ჟურნალისტი მკითხველისათვის ქართული კულტურის გაცნობას ხელოვნების სასახლის საგანძურით იწყებს.
ხელოვნების სასახლის გვერდზე ასევე განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელოვნების სასახლე დიდი ბრიტანეთის ელჩმა ჯასთინ მაქენზიმ საქართველოში მისთვის საყვარელ მუზეუმთა შორის დაასახელა.
ბრიტანელი დიპლომატი დედაქალაქის მკვიდრთ და ჩამოსულ სტუმრებს ურჩევს, დაათვალიერონ მუზეუმში დაცული საგანძური და ამით ქვეყნის მდიდარ და საინტერესო ისტორიას გაეცნონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები