„აფხაზეთიდან აფხაზეთამდე“ – დავით ბაძაღუას გამოფენა გაიხსნება

11 -14 ნოემბერს დავით ბაძღაუას  გამოფენა –  „აფხაზეთიდან აფხაზეთამდე“ გაიმართება. გამოფენა 11 ნოემბერს, 18 საათზე, გაიხსნება.
„სახელწოდება მრავლისმთქმელია და შესაბამისად ის ფილოსოფიურ ემოციებს მკვეთრად მიძლიერებს. მანძილი, რომელიც სათაურში შიგნით მოექცა, ერთგვარ ტრაგიკულობასა და იმედს ერთდროულად გამოხატავს. ბუნებრივია ჩემს მიერ ყოველი მონასმი ფუნჯით ტილოზე, მუდმივად ასახავენ ავტორის შინაგანი სამყაროს შინაარსს.
რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი მონატრება, ვიდრე ბავშვობაში დაბრუნებაა და ფიქრი წარსულის დაბრუნებაზე!
ეს მშვენიერება დღევანდელმა აფხაზეთმა დროებით წაგვართვა, მაგრამ მეორე აფხაზეთი, რომელიც ჩემიცაა – აუცილებლად დამიბრუნებს წარსულის სითბოს და სიყვარულს!
უბრალოდ – ჯერჯერობით მიწევს ლოდინი აფხაზეთამდე!
ამიტომ ვარქმევ ბოლო ნამუშევრების გამოფენას “აფხაზეთიდან აფხაზეთამდე”! – წერს დავით ბაძაღუა ფეისბუქის გევრდზე.

მის: დ. უზნაძის 68, ვალერი არქანიას სახელობის გალერეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები