დონალდ ტრამპი: დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში აშშ-ში არნახული ეკონომიკური დეპრესია იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დემოკრატები „ტოტალიტარიზმში” დაადანაშაულა და 2020 წელს დემოკრატი კანდიდატის გამარჯვების შემთხვევაში ქვეყანაში არნახული ეკონომიკური დეპრესია იქნება.

ამის შესახებ ტრამპმა ლუიზიანაში მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ამერიკის ტრანსფორმირების მცდელობაში დემოკრატები სულ უფრო ტოტალიტარულები ხდებიან: უკმაყოფილო ადამიანებს აჩუმებენ, უდანაშაულოებზე სიცრუეს ავრცელებენ, იურიდიულ სტანდარტებს ანადგურებენ, ცდილობენ ამერიკის დემოკრატია დაამხონ, რომ შემდგომ სოციალისტური დღის წესრიგი მოახვიონ. ზუსტად ვიცი, რომ თუ დემოკრატები დაბრუნდებიან, დეპრესია იქნება, ისეთი როგორიც არავის არასდროს უნახავს“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის 3 ნოემბერს ჩატარდება.

რესპუბლიკური პარტიიდან არჩევნებში მონაწილეობას მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიღებს.

რაც შეეხება დემოკრატების კანდიდატს, პარტიის შიდა არჩევნები (პრაიმერიზ) თებევრვლიდან-ივნისის ჩათვლით გაიმართება, რის შედეგად პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება არჩეული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები