„დავითიდან რუსთაველამდე“ – ლევან ბერძენიშვილის ლექცია გაიმართება

 8 ნოემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში ლევან ბერძენიშვილის ლექცია – „დავითიდან რუსთაველამდე“ გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ლექციის დაწყებამდე (17:00-დან), დამსწრე აუდიტორიას ექნება შესაძლებლობა, მუზეუმის საგამოფენო სივრცეში იხილოს დავით აღმაშენებლის მონეტა, 18:00 საათზე კი გადაინაცვლოს აუდიტორიაში.
ამ ლექციით საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი იწყებს ლექციათა ციკლს, რომელიც ეძღვნება საქართელოში დავით აღმაშენებლის მონეტის გამოფენას. სპილენძის მონეტა ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაშია დაცული. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც დამთვალიერებელს მისი ნახვა ეროვნულ მუზეუმში შეუძლია.
ლექციათა ციკლის მიზანია, წარმოაჩინოს არა მხოლოდ მონეტის ისტორიულ-მხატვრული ღირებულება, არამედ დავითის ეპოქის პოლიტიკურ-სამართლებრივი და კულტურული ვითარება.
გამოფენა და ლექციათა ციკლი გაგრძელდება 16 დეკემბრამდე.
დასწრება თავისუფალია.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის აუდიტორია, ა. ფურცელაძის 3.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები