ალბერ კამიუს წიგნის -,,ამბოხებული ადამიანის“ წარდგენა გაიმართება

7 ნოემბერს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ალბერ კამიუს წიგნის ,,ამბოხებული ადამიანის“ წარდგენა გაიმართება. მთარგმნელი – მარინა ბალავაძე. წიგნი გამოსცა გამომცემლობა ,,აგორამ“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ამავე დღეს, გაფორმდება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გამომცემლობა ,,აგორას“ შორის.
ალბერ კამიუს წიგნი ,,ამბოხებული ადამიანი”, პირველად 1951 წელს გამოიცა. მასში გაანალიზებულია საზოგადოების მეტაფიზიკური და საპროტესტო ტალღის ისტორიული განვითარება, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში.
მან შეისწავლა სხვადასხვა მწერლებისა და მხატვრების კონცეფციები: მარკიზ დე სადი, გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ფიოდორ დოსტიევსკი, ფრიდრიხ ნიცშე, რათა შეექმნა ამბოხებული ადამიანის ისტორიული პორტრეტი.
,,ამ წიგნმა დიდი ხმაური გამოიწვია და მეგობრებზე მეტი მტრები შემძინა (ყოველ შემთხვევაში, ისინი მეგობრებზე მეტს გაჰყვიროდნენ). როგორც ყველას, ისე მეც არ მიყვარს მტრების ყოლა. და მაინც, თავიდან რომ გამხდარიყო საჭირო ამ წიგნის დაწერა, მას ზუსტად ისეთს დავწერდი, როგორიც არის. ჩემი ყველა წიგნიდან ის ჩემთვის ყველაზე ძვირფასია“. – ალბერ კამიუ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები