პროფესიული განათლების პოპულარიზაციის კამპანია კახეთიდან დაიწყო (ვიდეო)

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, რეგიონებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ინფორმირება, საგანმანათლებლო სერვისებზე კახეთში დაიწყო.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის პროფესიულ სასწავლებელში “აისი“ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა საჯარო სკოლის მოსწავლეებს  განათლების მინისტრის მოადგილე, გიორგი ვაშაკიძე და სამხრეთ კავკასიაში კერძო სექტორის განვითარების და ტექნიკური პროფესიული განათელების დირექტორის მოადგილე, იოჰანეს  შრტიტმატერი შეხვდნენ. მათ მოსწავლეებთან ერთად პროფესიული სასწავლებელი დაათვალიერეს და მიმდინარე პრაქტიკულ ცოდნას გაეცნენ.

პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე  ისაუბრა პროგრამის დირექტორის მოადგილემ, იოჰანეს შრტიტმატერმა. მისი თქმით, მისასალმებელია, როცა სასწავლებელში თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული სწავლებაც მიმდინარეობს.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საჯარო სკოლების მოსწავლეებს საკუთარი წარმატებული ისტორიები ვეტერანმა მორაგბეებმა გაუზიარეს, ლექსო გუგავამ და ნოდარ ანდღულაძემ. მორაგბეების განმარტებით, მათი მხრიდან პროფესიებისა და პროფესიონალიზმის მნიშვნელობის ხაზგასმა, დამატებითი სტიმულის მიმცემი იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საკუთარი მომავლის დაგეგმვას ახლა აპირებენ.

საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს 10 სხვადასხვა ქალაქში არსებულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროექტის, “სამხრეთ კავკასიის კერძო სექტორის განვითარებისა და ტექნიკური პროფესიული განათლების და ტრენინგის“ ფარგლებში ხორციელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები