სომხეთში, საქართველოს საელჩოში, „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის წარდგენა გაიმართა

საქართველოს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, სომხეთში, საქართველოს საელჩოში, შედგა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ სპეციალური გამოცემის წარდგენა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გეღამ გევორგიანი, სომხეთის ხელნაწერთა ინსტიტუტის „მატენადარანის“ დირექტორი ვაჰან ტერ-ღევონდიანი, სომხეთში აკრედიტებული ელჩები, ქართული სათვისტომო „ივერიას“ წევრები, განათლების და კულტურის სფეროს მოღვაწეები.
სომხეთში საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი საგანელიძის მისასალმებელი სიტყვის შემდეგ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ნაციონალური ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორმა ლევან თაქთაქიშვილმა მოკლე ექსკურსი გააკეთეს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ და ქართული ხელნაწერების თაობაზე. ამის შემდეგა სტუმრებმა უყურეს მოკლე ფილმს ქართული დამწერლობის შესახებ და დააგემოვნეს ქართული ღვინო და კერძები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები