გოგი ალექსი-მესხიშვილთან შეხვედრა გაიმართება

13 ნოემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის თეატრში (აუდიტორია №1), თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძის ორგანიზებით,  მხატვარ გოგი ალექსი-მესხიშვილთან შეხვედრა/მასტერკლასი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საღამო „შეხვედრები თეატრალურში“ ციკლის ფარგლებში ჩატარდება და   ნიკოლოზ წულუკიძე გაუძღვება.
გოგი ალექსი-მესხიშვილმა შექმნა კოსტიუმები და დეკორაციები მსოფლიოს წამყვანი თეატრებისთვის. წლების მანძილზე მიიღო მრავალი მნიშვნელოვანი ჯილდო და პრემია. მისი სცენოგრაფიით შექმნილი სპექტაკლები წარმოდგენილი იყო ათენის, ავინიონის, ბერლინის, ბუენოს-აირესის, ჩიკაგოს, ედინბურგის, ფლორენციის, ჰელსინკის, ლონდონის, მექსიკის, მოსკოვის, ნიუ -იორკის, სანქტ-პეტერბურგისა და ტოკიოს ფესტივალებზე.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზ. №19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები