“ბილაინის” ახალი სატარიფო ხაზი “ყველაფერი მაქსი“ – კიდევ უფრო მეტი მეგაბაიტი და წუთი

საერთაშორისო ჯგუფ “ვიონის“ წევრი “ბილაინი”, მომხმარებლებს სთავაზობს ახალ სატარიფო ხაზს “ყველაფერი მაქსი“ – განახლებული ტარიფებით, კიდევ უფრო მეტი მობილური ინტერნეტითა და წუთით.
“ყველაფერი მაქსი“ მომხმარებლების სხვადასხვა საჭიროებაზე მორგებულ 4 პაკეტს მოიცავს:

• ტარიფი “ყვითელი მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 2₾ – ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში, 50 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 500 MB, 50 SMS
• ტარიფი “მწვანე მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 6 ₾ – ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში, 200 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 700 MB, 700 SMS
• ტარიფი “ლურჯი მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 10 ₾ – ულიმიტო ზარები ბილაინის ქსელში, 300 წუთი სხვა ადგილობრივ მობილურ ოპერატორებთან, 1,5 GB, ულიმიტო SMS
• ტარიფი “წითელი მაქსი“, ყოველთვიური გადასახადი 25 ₾ – ულიმიტო ზარები ყველა ადგილობრივ მობილურ ოპერატორთან, 3 GB, ულიმიტო SMS.

“ბილაინი” მომხმარებელს სთავაზობს სატარიფო გეგმების, ინტერნეტპაკეტებისა და სხვა პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, მორგებულს ნებისმიერი მომხმარებლის საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით.

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები