სალომე ზურაბიშვილი: იმ აჟიოტაჟის ფონზე, რომელიც წინა შეწყალების ფონზე ატყდა, გამიგებთ, რომ დაფიქრებისთვის დრო მინდა

ცოტა არ იყოს მიკვირს რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“ცოტა არ იყოს მიკვირს რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე, ძალიან ბევრი სხვა ადამიანი ელოდება რა იქნება ამ კუთხით. მე მგონი, არ არის სამართლიანი მხოლოდ ერთი ადამიანით იყოთ დაინტერესებულები”, – განმარტა ზურაბიშვილმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან შეხვედრა, ზურაბიშვილმა უპასუხა, “როგორ უნდა მქონდეს კონსულტაცია? რა კითხვას მისვამთ? კონსულტაციები ოჯახთან?”.

პრეზიდენტის თქმით, ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მამალაძე არ არსებობს და გადაწყვეტილებას ბევრი ადამიანი ელოდება.

“ჯერ უნდა ვიმუშაოთ და დავასრულოთ ის ახალი წესები, უნდა გამოვცე ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას, არ არსებობს მხოლოდ ერთი მამალაძე ამ ქვეყანაში და სამწუხაროა, რომ თქვენ არ შეგიძლიათ ერთ კითხვაზე მეტი დასვათ. ძალიან ბევრი ხალხი ელოდება გადაწყვეტილებას. მექნება შესწავლილი ყველა ის საქმე, რომელიც საჭირო არის. იმ აჟიოტაჟის ფონზე რაც ატყდა წინა შეწყალებაზე ალბათ გამიგებთ, რომ მე მინდა დრო, რომ დავფიქრდე და არანარი შეცდომა არ დავუშვა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება”, -აღნიშნა ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები