ზურაბიშვილი პროკურატურაში მისვლაზე: რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული?

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალების თემასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში მისვლას არ აპირებს.

როგორც მედიის წარმომადგენლებს პრეზიდენტმა დასმული კითხვის პასუხად განუცხადა, ის პროკურატურაში არავის დაუბარებია.

„რატომ უნდა მივიდე, სადაც არ ვარ დაბარებული? არანაირი პრობლემა არ არის, მაგრამ არანაირი კითხვაც არ არის. ჯერ უნდა ვიმუშავოთ და დავასრულოთ ახალი წესები, გამოვცე ახალი ბრძანებულება, შემდეგ უნდა შევუდგე შესწავლას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტს დრო სჭირდება შეწყალების საქმეზე დასაფიქრებლად, რათა არ დაუშვას შეცდომა, რომელიც საზოგადოებისთვის გაუგებარი გახდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები