ლევან ვასაძე: შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, თბილისში, 8 ნოემბერს ფილმის – “და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩატარების საშუალებას არ მისცემს. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისივე განცხადებით, ის და მისი მომხრეები შიშველი ხელებით იმოქმედებენ.

“ჩვენ შევალთ კინოთეატრებში და არ მივცემთ მათ ამ სეანსების ჩატარების უფლებას. თუ ჩვენ იქ დაგვხვდება პოლიციის კორდონები, გავწევთ პოლიციელებს და მაინც შევალთ კინოთეატრებში. შიშველი ხელებით შევდივართ კინოთეატრებში და ვშლით ამ სეანსებს. შევდივართ საოპერატოროში და ვთიშავთ ფილმის ჩვენებას”, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ცნობისათვის, ფილმის – და ჩვენ ვიცეკვეთ მსოფლიო პრემიერა 16 მაისს კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმი კანის კინოფესტივალის Director’s Fortnight სექციაში, 25 ფილმს შორის მოხვდა. პირველი ქართული სასიყვარულო გეი დრამის რეჟისორი ლევან აკინია, რომელიც წარმოშობით საქართველოდანაა.
​And Then We Danced, რომელმაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე შვედეთის სახელით წარსდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები