ყვარელში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ფოტო: მაესტრო

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ყვარელში.  “მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

მანქანაში მყოფი ხუთი მგზავრიდან ერთი, 23 წლის ბიჭი ადგილზე დაიღუპა,  2 კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე. დაშავებულთაგან ერთ-ერთს ყვარლის ცენტრალურ საავადმყოფოში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

როგორც “რეგიონული კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები