ბათუმელი მწერალი ინგა გოგიბერიძე “ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2020”-ზე ახალი წიგნით წარსდგება

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წელს პირველად აჭარაც წარსდგა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი ინგა გოგიბერიძე გერმანიაში ბათუმელ პოეტებთან – როინ აბუსერიძესა და გენრი დოლიძესთან ერთად იმყოფებოდა.
ინგა გოგიბერიძე 6 პროზაული წიგნის ავტორია, მათგან ერთ-ერთი აღნიშნული წიგნის ბაზრობაზე წარადგინა. როგორი შთაბეჭდილებით დაბრუნდა მწერალი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული წიგნის ფესტივალიდან და როგორია მისი სამომავლო სამზადისი – ინგა გოგიბერიძე “რეგიონულ კვირას“ ესაუბრა.
“ფრანკფურტის ფესტივალი მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც გამომცემლებისა და ლიტერატურული აგენტებისთვის, ასევე მწერლებისა და პოეტებისთვის. წარსადგენ წიგნებს ერთი წლით ადრე არჩევენ და თარგმნიან. იმართება საინტერესო პრეზენტაციები. ამ ბაზრობაზე მსოფლიოს თითქმის ყველა გამომცემელი მონაწილეობს“, – აღნიშნავს ინგა გოგიბერიძე.
– შარშანაც მონაწილეობდა საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წელს რა სტატუსით მონაწილეობდა ჩვენი ქვეყანა და გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინები?
– შარშან ჩვენი ქვეყანა იყო მთავარი სტუმრის სტატუსით წარდგენილი. მთელს გერმანიასა და ფრანკფურტში ჩვენი ანბანი გამოიფინა და ეს იყო ულამაზესი სანახაობა. წელს ისეთი დიდი პომპეზურობით არ აღნიშნულა, თუმცა წარმატებით ჩატარდა ფესტივალი.
– თქვენ პირველად მონაწილეობდით ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაში. რომელი ნაწარმოები შეარჩიეთ ფესტივალისთვის?
– ბაზრობის წესების თანახმად, წიგნი აუცილებლად უნდა მომზადებულიყო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის. მე “თოვლის გამყიდველი“ წარვადგინე, რომელიც სხვადასხვა მინიატურასა  და ესეს მოიცავს. წიგნი გამომცემლობა ინტელექტმა დაბეჭდა.
– რატომ “თოვლის გამყიდველი“?
– წიგნი არის ჩემს ცხოვრებაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე, სიყვარულზე, ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, ყოველდღიურობაზე. ალბათ, საინტერესო აღმოჩნდა ორგანიზატორებისთვის და არჩევანიც ამიტომაც შეაჩერეს. ფრანკფურტი დიდი ხანია წიგნის ბაზრობის ქალაქია, ძალიან დიდი პავილიონია, ყველა ქვეყანას თავისი კუთხე აქვს. ზოგადად, მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, იმართება დისკუსია, იბადება ახალი იდეები, ჩნდება ახალი გზები.
– ფრანკფურტში აჭარიდან თქვენ გარდა კიდევ ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა…
დიახ, ფრანკფურტში პოეტები – როინ აბუსერიძე და გენრი დოლიძეც იმყოფებოდნენ. გაჩნდა იდეა, რომ მომავალ წელს გენრისთან და როინთან, ასევე გამომცემლობა “აჭარასთან” ერთად, ამ ფესტივალზე ჩვენს სათქმელს უცილებლად ვიტყვით ახალი ნაწარმოებით, რომელზე მუშაობაც უკვე დაგეგმილია. წიგნი ორ ენაზე დაიბეჭდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები