საფრანგეთის ელჩი სიღნაღს ეწვია

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი კატრინ გუტერო, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მხატვარი ლევან მოსიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვივნენ.
აპატიო სტუმრები საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან. საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მოსწავლეები აპრობირებული ფრანგული ენის სახელმძღვანელოებით და საკითხავი ლიტერატურით დაასაჩუქრა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ყველა სტუმარს განათლების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
დიეგო კოლასმა და გიორგი გოგილაშვილმა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლოდ ფრანგული კულტურის ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.
ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივისცემის ნიშნად საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს.
ლევან მოსიაშვილმა საფრანგეთის ელჩს საკუთარი ფერწერული ტილო უსახსოვრა.
სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ფრანგულ-ქართული ასოციაციის – „საქართველოს ცენტრის“ დამფუძნებლის, ჟერარ ჟერმანის და მხატვარ ლევან მოსიაშვილის დაფინანსებით და თაოსნობით, მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან. წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად შეისწავლიან, შეუძლიათ განათლება საფრანგეთში მიიღონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები