ცაგერის N2 ბაღში შემოდგომის ზეიმზე აღსაზრდელების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

ცაგერის მუნიციპალიტეტის N2 ბაღში შემოდგომის ზეიმი “მიყვარს ლეჩხუმური შემოდგომა” მიმდინარეობს. ზეიმს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მიხეილ მეშველიანი, ა/სამთავრობო და საერთაშორისო სამსახურის ხელმძღვანელი ვასილ საღინაძე, ბაღების გაერთიანების ცენტრის დირექტორი და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებიან.
“დღეს კიდევ ერთი განსაკუთრებული საშემოდგომო დღე გვაჩუქა ამ ბაღმა, რომელიც ყოველთვის გამორჩეულია თავისი შეუდარებელი ღონისძიებებით. მინდა მადლობა გადავუხადო პედაგოგეგებს, ბავშვები შეუდარებლები იყვნენ. გილოცავთ, კიდევ ერთხელ, შემოდგომას”, – თქვა მიხეილ მეშველიანმა.

ბაღის ეზოში ლეჩხუმისთვის დამახასიათებელი ეთნო კუთხეებია მოწყობილი, იწურება ყურძენი, თონეში ცხვება პური, ფელამუშში ავლებენ ჩურჩხელებს და მიმდინარეობს ბაღის აღსაზრდელთა ნამუშევრების გამოფენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები