გომში პედიატრიული პაციენტებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია მოეწყო

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში პედიატრიული პაციენტებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია მოეწყო. პაციენტებს სამედიცინო კონსულტაცია „ევექსის“ ჰოსპიტალის და ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის სპეციალისტებმა გაუწიეს. აქციის ფარგლებში, პედიატრიულ პაციენტებს შესაძლებლობა მიეცათ უსასყიდლოდ მიეღოთ ბავშვთა ზოგადი ქირურგის, ბავშვთა ყბა-სახის ქირურგის, ორთოპედ-ტრავმატოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ენდოკრინოლოგის, პედიატრების, ოფთალმოლოგისა და ნევროლოგის მომსახურება.
საქველმოქმედო აქციის მიმდინარეობას გაეცნენ სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში გიორგი ხოჯევანიშვილი და ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გურასპაშვილი.
სამედიცინო აქციის ჩატარება სოფელ გომის მოსახლეობამ მათთან ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრისას მოითხოვა.
აქციის ორგანიზება შესაძლებელი გახდა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის ჩართულობით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები