კინოთეატრი „ამირანი“ ბრიტანეთის  ნაციონალური ბალეტის კინოსპექტაკლ „ჰამლეტს“ უმასპინძლებს

11 ნოემბერს, 19:30 საათზე, კინოთეატრი „ამირანი“ ბრიტანეთის  ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ეკრანიზებულ სპექტაკლს – ,,ჰამლეტს“ უმასპინძლებს ბენედიქტ ქამბერბეჩის მონაწილეობით.
როგორც „კვირას“  კინოთეატრ „ამირანიდან“ აცნობეს, ჩვენება, ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით, Event Cinema-ს ფარგლებში გაიმართება.
თავის დროზე, გაზეთმა ,,დეილი ტელეგრაფმა“ ბენედიქტ ქამბერბეჩს „კაშკაშა, ხუთვარსკვლავიანი ჰამლეტი“ უწოდა.
ქვეყანა ომისთვის ემზადება, ოჯახი კი ამ დროს გახლეჩილია. ჰამლეტი იძულებულია, მამის სიკვდილის გამო შური იძიოს; ამავე დროს მას აწუხებს საკუთარი მდგომარეობის გამოუვალობა, რაც საფრთხის უქმნის მის ფსიქიკურ მდგომარეობასაც და ქვეყნის უსაფრთხოებასაც.
„ოსკარის“ ნომინანტ ბენედიქტ ქამბერბეჩს (,,შერლოკი“-BBC-ს სერიალი, ,,იმიტაციის თამაში’“ – მხ. ფილმი, ,,ფრანკენშტეინი’’ – ნაციონალური თეატრის დადგმა), შექსპირის უდიდესი ტრაგედიის მთავარ როლში, ამჯერად „ამირანი“ მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები