Freedom House ინტერნეტის თავისუფლებაზე: ის სულ უფრო ნაკლებია

მთავრობები სოციალურ ქსელებს არჩევნებზე მანიპულაციებისთვის და მოქალაქეებზე კონტროლის დამყარების მიზნით იყენებენ. რიგი ქვეყანა „ციფრული ავტორიტარიზმის“ აშენებას აგრძელებს. გლობალური ინტერნეტის თავისუფლება მეცხრე წელია მცირდება.

ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ინტერნეტის თავისუფლებას შეეხება.

ორგანიზაციამ ანგარიში 65 ქვეყნის მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე გაავრცელა, სიაში ყველაზე კარგი მდგომარეობაა ისლანდიაში.

დოკუმენტის თანახმად, არჩევნებში უცხო ქვეყნების ჩარევის პრობლემის გარდა, დემოკრატიისთვის ახალი პრობლემა გაჩნდა, რომელიც ქვეყნებს შიგნით არის, როდესაც პოპულისტი-ლიდერები, სოციალურ ქსელში მომხრეებზე დაყრდნობით, ცდილობენ შიდა პოლიტიკაზე გავლენა მოახდინონ. ამ შემთხვევაში ხშირად გამოყენებადი პრაქტიკაა- დეზინფორმაცია. ზოგიერთი ქვეყნის ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ვებ-საიტებს ბლოკავდა, ან ინტერნეტში წვდომას ზღუდავდა.

„ზოგიერთ მთავრობას მიაჩნია, რომ სოციალურ ქსელებში პროპაგანდა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ცენზურა. ავტორიტარული ხელისუფლებების მხარდამჭერები და პოპულისტები მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებში გამარჯვებისთვის არა მხოლოდ ადამიანებს იყენებენ, არამედ კომპიუტერულ ალგორითმებსაც, დადგენილი წესების მაგივრად ასევე უხეშ ძალას, რომელიც თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისთვის არის შექმნილი“, – განაცხადა Freedom House-ის პრეზიდენტმა მაიკ აბრამოვიცმა.

ინტერნეტის თავისუფლების ქვეყნების სიის პირველ ხუთეულშია – ისლანდია, ესტონეთი, კანადა, გერმანია და ავსტრალია. აშშ მეშვიდე ადგილზეა.

რეიტინგის შედგენის დროს სამი ფაქტორის გათვალისწინება ხდებოდა: ინტერნეტთან წვდომის თავისუფლება, კონტენტთან წვდომის შეუფერხებლობა და მომხმარებლების უფლებების დაცვა.

65 ქვეყნიდან შედგენილი გლობალური რეიტინგის 32-ე ადგილზე უკრაინაა, ბელარუსი 48-ზე, ყაზახეთი – 50, რუსეთი 51-ზეა.

ბევრად უკეთესი მდგომარეობაა სომხეთში და საქართველოში, ყველაზე უარესი უზბეკეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები