ხათუნა ლაგაზიძე: წყალტუბოს აღორძინებას იმდენად დიდი ინვესტიცია სჭირდება, რომ ამას მსხვილი ბიზნესიც კი დამოუკიდებლად ვერ აწევს

“ვისაც, ბიზნესის კუთხით წყალტუბოს მიმართ დაინტერესება ჰქონია, ყველამ იცის, რომ წყალტუბოს აღორძინებას სჭირდება იმდენად დიდი ინვესტიცია, რომ ამას მსხვილი ბიზნესიც კი დამოუკიდებლად ვერ აწევს”,- ასე გამოეხმაურა ხათუნა ლაგაზიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ივანიშვილი ამბობს – “მინდა, გავაწბილო ოპონენტები, სამ წელიწადში არც ერთი სასტუმრო არ იქნება ჩემს საკუთრებაში, წყალტუბოს პროექტიდან სარგებელს ათასობით ადამიანი ნახავს”.
“ეს მიდგომა აბსოლუტურად გასაგები და მისაღებია, განსაკუთრებით ბიზნესისთვის: ვისაც, ბიზნესის კუთხით წყალტუბოს მიმართ დაინტერესება ჰქონია, ყველამ იცის, რომ წყალტუბოს აღორძინებას სჭირდება იმდენად დიდი ინვესტიცია, რომ ამას მსხვილი ბიზნესიც კი დამოუკიდებლად ვერ აწევს. ამიტომ, თუ ეს დაპირება შესრულდა, თუნდაც წინასაარჩევნო ფორმატში იყოს გაცემული, მთავარია განხორციელდეს და დასრულდეს, წყალტუბოსთვის, ბიზნესისთვის და ქვეყნისთვის მომგებიანია”,- წერს ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები