დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: უახლოეს მომავალში ეკლესიის წინააღმდეგ ისტერია ალბათ კვლავ ატყდება

უახლოეს მომავალში ეკლესიის წინააღმდეგ ისტერია ალბათ კვლავ ატყდება, – ამის შესახებ საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “ხალხის პოლიტიკა”-ში, ქართული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ”, – თან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

“უახლოეს მომავალში ალბათ ეკლესიის წინააღმდეგ კვლავ ატყდება ისტერია იმის გამო, რომ რამდენიმე კინოთეატრში უნდა გავიდეს გეი წყვილის სიყვარულზე შექმნილი ფილმი, რომელიც ქართული ფასეულობების, ქრისტიანული ფასეულობების კიდევ ერთი დაკნინების მცდელობაა. ამაზე ეკლესია გამოთქვამს ძალიან დიდ პროტესტს და ეს ალბათ გახდება მიზეზი ეკლესიაზე ახალი შეტევებისა. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ეკლესიას სულ საბრძოლველი აქვს და სულ ამ ბრძოლის პირობებში დგას” – განმარტა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ“ ქართული და შვედური კოპროდუქციაა და ახალგაზრდა მოცეკვავის – მერაბის ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომელიც რადიკალურად იცვლება, როდესაც მას ამბიციური მეტოქე შეუყვარდება.

ფილმს საქართველოს კინოთეატრებში 3 დღით აჩვენებენ. ჩვენებები 8, 9 და 10 ნოემბერს შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები